1750916477
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა უკრაინას 40-ზე მეტი დრონით შეუტიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინას 41 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორით შეუტია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
„8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში, სამხრეთსა და ჩრდილოეთში გაანეიტრალა მტრის 24 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. მტრის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა 7 ლოკაციაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსულმა ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან - ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე, დროებით ოკუპირებულ ყირიმიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა.