1770190367
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს
4 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინას 105 დრონით შეუტია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, დილის 8:00 საათისთვის ჩამოგდებულია რუსების 88 დრონი.
განცხადების თანახმად, 14 ლოკაციაზე დრონებით 17 თავდასხმა დაფიქსირდა.
3 თებერვლის ღამეს რუსეთმა კიევზე, ხარკოვსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე 70-ზე მეტი რაკეტისა და 450 დრონის გამოყენებით მასშტაბური თავდასხმა დაიწყო, ეს იყო პირველი იერიში ენერგეტიკის სექტორზე ხანმოკლე მორატორიუმის შემდეგ.