1771658702
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა სუმიზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაშავებულებს შორის 2 ბავშვია
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 21 თებერვალს დაახლოებით 04:00 საათზე რუსულმა ძალებმა სუმიზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა.
სუმის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ორი საცხოვრებელი შენობა.
ასევე განადგურდა სამოქალაქო პირების ავტომობილი და დაზიანდა გაზსადენი. ზარალის საბოლოო ოდენობა დგინდება.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.