Loading data...
რუსულმა ძალებმა სუმის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს

8 აგვისტოს ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, სუმის რეგიონს დრონებით შეუტიეს. 

როგორც სუმის რეგიონის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ტელეგრამზე იტყობინება, რუსების იერიშის შედეგად დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა სახლები, შენობები და მანქანები.

ამასთან, გრიგოროვის ინფორმაციით, შოსტკას თემში, სამი უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, ავტომობილები და სხვა შენობა ნაგებობები. 

უკრაინული მედია შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.