1770405387
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
სუმის ოლქში რუსული ძალების დრონმა ავტომობილზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 31 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქში, ლოზოვას მუნიციპალურ თემში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც დაარტყა.
„მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. საზოგადოების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები თანდათან გადადიან ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე“, - ნათქვამია ქალაქ ლოზოვას მერის სერგეი ზელენსკის განცხადებაში.