1746689349
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინაში, სუმის ოლქში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა Telegram-ზე იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს.
„8 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე, სუმის ოლქში მტერმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებზე საავიაციო ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც საკუთარ სახლში 55 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მისი 24 წლის ვაჟი დაიჭრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.