1747051813
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქს ბოლო 24 საათში დრონებით სამჯერ შეუტიეს - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა დღის განმავლობაში სუმის ოლქზე დრონებით მესამედ მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ამის შესახებ სუმის საქალაქო საბჭო იტყობინება.
საბჭოს ცნობით, რუსების იერიშის შედეგად დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ცნობილია, რომ ეს სუმის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით განხორციელებული მესამე მიზანმიმართული თავდასხმაა,“ - წერს უკრაინული მედია.
ცნობისთვის, 12 მაისს რუსულმა დრონებმა ერთი მშვიდობიანი მოქალაქის ავტომობილზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი კი დაშავდა.