Loading data...
რუსულმა ძალებმა სუმის და ოდესის ოლქებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 19-20 აგვისტოს, ღამით, სუმსი ოლქის ქალაქ ახტირკაზე საჰაერო იერიში განახორციელეს. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. განადგურებულია ან დაზიანებულია 13 კერძო სახლი. სამედიცინო დაწესებულებებს 14-მა ადამიანმა მიმართა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რუსული დრონებით იერიში ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზეც განხორციელდა. მდინარე დუნაიზე პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დაჭრილია ერთი ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქის საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ქრობაში რამდენიმე ათეული მეხანძრე მონაწილეობდა.