1789755897
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ოდესაზე ზედიზედ ორჯერ მიიტანეს იერიში, დაშავებულია ათი ადამიანი - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა ოდესის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის ორი მაშველი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესას ზედიზედ ორჯერ დაარტყეს. მეორე დარტყმა მაშინ განხორციელდა, როცა სამაშველო სამსახურები პირველი იერიშის შედეგებს უმკლავდებოდნენ და დაშავებულებს ეხმარებოდნენ.
„ამ დროისთვის ცნობილია 10 ადამიანის დაშავების შესახებ. სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ“, - აცხადებს ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე 11-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა გახდა.