Loading data...
რუსულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავდა ორი არასრულწლოვანი

რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ორი ქალი და ორი არასრულწლოვანი. 

მისი თქმით, ერთ-ერთ სოფელში ორსართულიანი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, მეორეში კი ორი სახლი, ავტოფარეხი და ავტომობილი დაზიანდა.

გარდა ამისა, თავდასხმამ ერთ-ერთ საწარმოში მზის პანელები დააზიანა.