1764829568
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს
4 დეკემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
როგორც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპრი იტყობინება, ოდესაზე რუსული დრონის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა და საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა.
კიპრის თქმით, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც მიიტანეს.