1767254067
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსების სამიზნე რეგიონის სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, ოლქის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა.