1767713714
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა კრივოი-როგზე იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა 6 იანვარს ქალაქ კრივოი-როგში, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვილკული ავრცელებს.
„ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან “, - აცხადებს ვილკული.
ინფორმაციისთვის, უკრაინული მედიის ცნობით, 5 იანვარს კი, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.