1778647582
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა კრივოი-როგზე დრონებით იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგზე დრონებით იერიში მიიტანეს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას თქმით, კრივოი-როგში კერძო სახლზე დრონით იერიშს 65 წლის ქალი და 43 წლის კაცი ემსხვერპლნენ.
„ცხრა თვის გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს. ის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაშია“, - წერს განჟა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ზელენსკიმ საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას „ცინიკური და ყველანაირ სამხედრო აზრს მოკლებული“ უწოდა.