Loading data...
რუსულმა ძალებმა კრივოი-როგზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე  დრონებით იერიში მიიტანეს. 

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადისლავ გაივანენკომ აღნიშნა, რუსების იერიშის შედეგად 71 და 67 წლის ქალები დაშავდნენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, ასევე ავტოფარეხები.

ამასთან, რუსებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ჩერკასზე. დაშავდა 6 ადამიანი. 

„რუსებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - იტყობინება უკრაინული მედია.