Loading data...
რუსულმა ძალებმა კიროვოგრადის ოლქზე 3 ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიროვოგრადის ოლქს სამი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. ამის შესახებ კიროვოგრადის ოლქის ხელმძღვანელი ანდრეი რაიკოვიჩი ტელეგრამზე იტყობინება. 

„დღეს მტერმა კიროვოგრადის რეგიონს სამი ბალისტიკური რაკეტით შეუტია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, 22 მაისის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.