Loading data...
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 52

რუსულმა ძალებმა ღამით კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 52, მათგან კი 9 ბავშვია. 

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსი და ხანძარი გაჩნდა. 

რუსი ტერორისტების მიზანმიმართული დარტყმის შედეგად კიევის ორი მცხოვრები დაიღუპა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა კიევის გენერალური შტაბის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის სამი პოლიციელია.