1790142779
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები სოლომიანსკის რაიონში საცხოვრებელ შენობებს შორის ჩამოვარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული. თავდასხმის შედეგად, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
კლიჩკოს თქმით, რუსებმა იერიში ორ ბენზინგასამართ სადგურზე მიიტანეს.
კლიჩკოს თქმით, დარნიცკის რაიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტიც დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსული ძალები ბენზინგასამართ სადგურებზე იერიშს ადასტურებენ.