1756820234
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა 2 სექტემბერს კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, დრონების ფრაგმენტები ქალაქის ცენტრის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს“, - განაცხადა მერმა.
კლიჩკოს თქმით, ახლომდებარე შენობები არ დაზიანებულა. ამჟამად ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
თავდასხმა 2 სექტემბერს კიევსა და მის რეგიონზე
უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე დრონებით იერიშის შემდეგ, დრონის კიდევ ერთი ფრაგმენტი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დილით, კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა.
მალევე ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.