Loading data...
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით დღეს მეორედ მიიტანეს იერიში - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა კიევზე დღეს მეორედ დრონებით კვლავ მიიტანეს იერიში. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება.

უკრაინული მხარის ცნობით, კიევში, სვიატოშინსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

ასევე ამ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ტერიტორიებსა და ავტოფარეხებზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. 

„სოლომენსკის და გოლოსეევსკის რაიონებში ნანგრევები საცხოვრებელი კორპუსის სახურავზეც დაეცა; დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - იტყობინება უკრაინული მხარე. 

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების პერიოდში რუსული მხარე უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ არ შეაჩერებს.