1778734643
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი - ნანგრევების ქვეშ კი ხალხია მოყოლილი
„14 მაისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს“, - ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
კლიჩკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ კი ხალხია ჩარჩენილი.
ამასთან, როგორც კლიჩკო აღნიშნავს, დაბომბვის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
„მიმდინარეობს სასწრაფო სამაშველო ოპერაციები“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.