Loading data...
რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთ ხიდზე იერიში კვლავ მიიტანეს

რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთ ხიდზე იერიში კვლავ მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

„სამხრეთის ხიდს კვლავ დაარტყეს. ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები იგზავნებიან“, - აღნიშნა კლიჩკომ. 

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევში, დარნიცკის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელ შენობაზე მიიტანეს იერიში. 

ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთის ხიდზე იერიში 1-ელ ოქტომბერსაც მიიტანეს.