Loading data...
რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიან კორპუსზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ცენტრალურ რაიონში მრავალსართულიან შენობაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ქალი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„მტრის დარტყმის შედეგად რამდენიმე ბინა დაზიანდა. დაშავდა ორი ქალი. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორის კი - მძიმე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებული მოქალაქეები შესაბამისმა სამსახურებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.