Loading data...
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა 5 აპრილის ღამეს ხერსონის ოლქს შეუტიეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი 7 მოქალაქე დაშავდა.  აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

კერძოდ, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ უბნებს. 

რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსები და 6 საცხოვრებელი კერძო სახლი. 

შესაძლო მსხვერპლის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას არ ავრცელებს.