Loading data...
რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა

რუსული ძალების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ტელეგრამზე იტყობინება. 

„დილით რუსეთის არმიამ ხერსონზე იერიში მიიტანა. მტრის სამიზნე საცხოვრებელი ზონა იყო. დაბომბვის შედეგად, ქუჩაში მყოფმა 61 წლის მამაკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო“, - აცხადებს პროკუდინი. 

პროკუდინის თქმით, ყველა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.