1773128642
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს - დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
ამასთან, როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება, ხარკოვზე რუსეთის იერიშმა ხანძარი გამოიწვია, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.
„მტერმა ხარკოვის სამრეწველო რაიონში საცხოვრებელ ზონას დაარტყა. ორი მანქანა დაიწვა და მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებში ფანჯრები ჩამსხვრეულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარის ცნობით, დაშავებულების რიცხვი 8-მდე გაიზარდა და მათ შორის ერთი ბავშვია.