1775115983
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში განახორციელეს
1-2 აპრილს, ღამით რუსულმა ძალებმა მოეირიშე დრონებით ხარკოვზე მასირებული ავიადარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
შეტევების შემდეგ ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. არიან დაშავებულები.
ყველაზე მეტად ქალაქის კიევის რაიონი დაზარალდა. იქ ცეცხლი ავტომობილებსაც გაუჩნდა.
„მოწინააღმდეგე კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას უმიზნებდა“, - განაცხადა კიევის მერმა იგორ ტერეხოვმა.
მისი თქმით, შეტევები ხარკოვზე ღამის 1 საათზე დაიწყო და დილის 8 საათამდე გრძელდებოდა.
რუსული ძალები ხარკოვს დრონებით და რაკეტებით პრაქტიკულად ყოველდღე უტევენ. 1 აპრილს მოიერიშე დრონი „მოლნია“ შევჩენკოს რაიონში მრავალსართულიან სახლს მოხვდა. სახლი დაზიანდა, მიმდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა. შეტევები ხარკოვზე 25, 26 და 27 მარტსაც განხორციელდა.