1768507647
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანეს
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსულმა დრონებმა ხარკოვში, სლობოდინსკის რაიონზე იერი მიიტანეს.
„სლობოდინსკის რაიონს მტერმა დრონებით შეუტია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის“, - აცხადებს ქალაქის მერი.
მანამდე კი, ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა დრონებით ხარკოვში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.
ამასთან, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დარტყმების შედეგად დაზიანდა ექვსი მრავალსართულიანი შენობა, 11 კერძო სახლი და 10 ნაგებობა.
გარდა ამისა, დაზიანდა საავადმყოფო, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია, მანქანები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი.