1772623856
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში შესვლა ჩრდილოეთიდან სცადეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარღვევა და ხარკოვის ოლქში შესვლა სცადეს. შეტევა ზიბინოს და კრუგლაიას მიმართულებაზე განხორციელდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
უკრაინის სამხედროების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს და ხარკოვის ოლქში რუსული ძალების მოიერიშე ქვედანაყოფებს შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ასევე რუსული ძალების შეტევები კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე იყო მოგერიებული. ბოლო დღეებში რუსული ძალები ხარკოვის ოლქში გააქტიურდნენ. ყველაზე რთული სიტუაციაა ლიმანის მიმართულებაზე.