1754030817
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინას 70-ზე მეტი დრონით შეუტიეს

1-ელი აგვისტოს ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 72 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა კი, რუსების 44 დრონი გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აღნიშნავენ, რუსების შეტევა გაგრძელდა 31 ივლისის 21:30 საათიდან შემდეგი მიმართულებებიდან: მილეროვო, კურსკი და პრიმორსკო-ახტარსკი.
წინასწარი მონაცემებით, 28 დრონის ზემოქმედება 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა. რუსებმა ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის ოლქებისა და კიევის ოლქის ფრონტის ხაზზე განლაგებულ ტერიტორიებს შეუტია.