Loading data...
რუსულმა ძალებმა დრონებით ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს

13 მარტის ღამეს, რუსულმა სადესანტო დრონებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურას შეუტიეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი Telegram-ზე ავრცელებს. 

კიპერის ინფორმაციით, რუსებმა პორტის ტერიტორიაზე მდებარე საკვების საწყობს დაარტყეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. 

„ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებს ოლეგ კიპერი. 

რუსეთის სამხედრო ძალებს ოდესაზე დარტყმის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.