Loading data...
რუსულმა ძალებმა დრონებით დნეპროპეტროვსკზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა 2

18 ივლისის ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს. 

„ღამით რუსეთის არმიამ დრონებით დაარტყა პავლოგრადის რაიონს - ვერბკოვსკაიასა და ბოგდანოვსკაიას თემებს. დაიღუპა 52 წლის კაცი. დაშავდა 2 ადამიანი“, - აცხადებს ლისაკი. 

მისივე თქმით, თავდასხმამ სატრანსპორტო კომპანია დააზიანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. 

ლისაკის განცხადებით, უკრაინელმა ცის დამცველებმა რეგიონის თავზე 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.