Loading data...
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, სლავიანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, სლავიანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს: 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.

დონეცკის ოლქის სამმართველოს უფროსის ვადიმ ფილაშკინის თქმით, რუსებმა ქალაქს ავიაბომბებით შეუტიეს, რომელთაგან ერთი მაღალსართულიან შენობას მოხვდა.

პოლიციის ცნობით, დარტყმები ქალაქის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა. 

უკრაინული მხარე შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.