რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 ადამიანი
დონეცკის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
„კიდევ ერთი ცინიკური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამჯერად, რუსებმა სლავიანსკის ცენტრში სამი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. ექვსი მაღალსართულიანი შენობა და ათი მანქანა დაზიანდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის 14 წლის გოგონა“, - აცხადებს ფილაშკინი.
ფილაშკინის თქმით, დარტყმის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა და ზარალის ოდენობა დგინდება.
6 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქს ეწვია და განაცხადა, რომ რუსები საგაზაფხულო შეტევისთვის ემზადებიან.
ზელენსკის თქმით, მთავარი მიზნები უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილია, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავება.