1780330946
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს - უკრაინული მხარე
„რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, 4 რაიონს 40-ზე მეტჯერ დრონებით, არტილერიითა და საავიაციო ბომბებით შეუტიეს, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე“, - აღნიშნულის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე განჟა იტყობინება.
„ნიკოპოლის ოლქში რუსებმა დაბომბეს ნიკოპოლი, ჩერვონოგრიგოროვსკაია, მარგანეცი, მიროვსკაია და პოკროვსკაიას თემები. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლები და მანქანები“, - აცხადებს განჟა.
მისივე ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად კრივოი-როგში კერძო სახლში მყოფი 85 წლის ქალი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.