1786207758
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ავტობუსზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა ავრცელებს.
განჟას ცნობით, ავტობუსზე თავდასხმა ნიკოპოლში მოხდა.
„ავტობუსი დაიწვა, დაიღუპა მძღოლი. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა“, - წერს განჟა ტელეგრამზე.