1792177716
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე განჟა ავრცელებს.
განჟას თქმით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის სამ რაიონს თითქმის 30-ჯერ შეუტიეს დრონების, არტილერიის და საჰაერო ბომბების გამოყენებით.
„ნიკოპოლის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები. დაიღუპა ერთი ქალი. გარდა ამისა დაშავდა ორი ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.