Loading data...
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე ორი დასახლება აიღეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე ორი დასახლება, ზელიონი კუტი და ნოვოუკრაინკა დაიკავეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამჟამად რუსული ძალები დასახლება დაჩნოეს უტევენ, რომლის შენარჩუნებასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით ახერხებენ.

რამდენიმე დღის წინ პროექტმა DeepState პირველად აღნიშნა დნეპროპეტროვსკის ოლქში ე.წ. რუხი ზონა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს. პროექტის ანალიტიკოსთა შეფასებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთში ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინელი სამხედროები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვართან ბრძოლები მართლაც მიმდინარეობს და იქ რუსული FPV-დრონებიც დაფრინავენ, მაგრამ უკრაინელთა თავდაცვის ხაზის გარღვევაზე საუბარი არ მიდის.