1758016347
უცხოეთი
რუსულმა არმიამ უკრაინის 4 რეგიონს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა - 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

15 სექტემბერს რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ხარკოვისა და სუმის ოლქებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. სამი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის რეგიონში, მტრის ცეცხლის ქვეშ ათობით დასახლებული პუნქტი მოექცა. რუსებმა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა, 17 კერძო სახლი, დამხმარე ნაგებობები და ავტომობილები.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსები თავს დაესხნენ ნიკოპოლისა და სინელნიკოვსკის რაიონებს.
„ოკუპანტებმა გამოიყენეს არტილერია, დრონები და ავიაცია“, - წერს უკრაინული მედია.