რუსული რაკეტა, რომელმაც კიევის ბავშვთა საავადმყოფო გაანადგურა, დასავლური კომპონენტების გამოყენებით არის აწყობილი - Financial Times
ექსპერტები და უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული რაკეტა, რომელმაც კიევის სპეციალიზებული ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო „ოხმატდეტი“ გაანადგურა, დასავლური წარმოების კომპონენტებისგან იყო აწყობილი, რაც აჩვენებს იმ ფაქტს, რომ კრემლმა წარმატებით შეძლო სანქციების გვერდის გავლა, - ამის შესახებ Financial Times იუწყება.
როგორც მედიასაშუალება წერს, რუსეთი თითქმის რვაჯერ მეტ Х-101-ს აწარმოებს, ვიდრე 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე.
„დასავლური ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევს შექმნან კიდევ უფრო ჭკვიანი რაკეტები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები აწარმოონ“, - აცხადებს ექსპერტი ელენა ბელუსოვა.
Financial Times-მა მოპოვებული დოკუმენტებით გაარკვია თუ როგორ შეძლეს რუსულმა კომპანიებმა 2023 წელს Х-101-ში გამოყენებული ნაწილების მოპოვება.
გამოცემა წერს, რომ დასავლური კომპონენტების შემოტანა ჩინეთის გავლით მოხდა.
ინფორმაციისთვის, კიევზე 8 ივლისს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.