1766034117
უცხოეთი
რუსული მხარის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში უკრაინული დრონის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
როსტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის ინფორმაციით, როსტოვს, ტაგანროგს და ბატაისკს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, დრონების იერიშის შედეგად როსტოვის პორტში სატვირთო გემს ცეცხლი გაუჩნდა. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ასევე დაზიანდა ქალაქის დასავლეთით მდებარე მრავალსართულიანი ახალი შენობა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ბატაისკში შვიდი ადამიანი დაშავდა. ოთხს ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს, სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონის გუბერნატორის ცნობით, ექიმებმა ერთი ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.