1770914559
უცხოეთი
რუსული მხარის განცხადებით, უკრაინელების იერიშის გამო ბელგოროდის ოლქში 220 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგიონზე უკრაინის თავდასხმის შედეგად, ბელგოროდისა და შებეკინსკის რაიონებში, 220 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გლადკოვის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი „ერთ-ერთ ქვესადგურზე მომხდარი ავარია იყო, რომელიც მტრის იერიშის გამო მოხდა“.
გუბერნატორის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მინიმუმ ოთხი საათი დასჭირდება.
ბელგოროდის Telegram არხი „Ash“-ი იტყობინება, რომ რამდენიმე სახლს წყალმომარაგებაც შეუწყდა.
უკრაინულ მხარეს ბელგოროდზე იერიშთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.