1771338242
უცხოეთი
რუსული მხარის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინული დრონის იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კურსკის რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრე ხინშტეინის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დრონით კურსკის ოლქს შეუტიეს.
ხინშტეინის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, სოფელ კალინოვკაში სამოქალაქო პირის ავტომობილზე დრონით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა.
„კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ავტომობილზე ბელოვსკის რაიონის სოფელ ბელიცაში. მძღოლი არ დაშავებულა“, - დასძინა ხინშტეინმა.
აღსანიშნავია, რომ კურსკი ოლქი უკრაინას ესაზღვრება.