Loading data...
რუსული მხარის განცხადებით, ბრიანსკზე უკრაინელების იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზის განცხადებით, ბრიანსკის ოლქს უკრაინელებმა შეუტიეს.

მისივე თქმით, დაშავდა 37 ადამიანი და 6 კი დაიღუპა. 

„ყველა დაშავებული ბრიანსკის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - აცხადებს ბოგომაზი. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბრიანსკში რაკეტების ქარხანას შეუტიეს.

„ოპერაცია მიმართული იყო ბრიანსკში, ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც აწარმოებს მართვის სისტემებს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ყველა ტიპის რაკეტისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ დარტყმა ქარხანაზე Storm Shadow-ის რაკეტით განხორციელდა.