Loading data...
რუსული მხარის განცხადებით, ბრიანსკის მახლობლად უკრაინული დრონის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზის განცხადებით, ბრიანსკის მახლობლად მდებარე სოფელში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

„უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი მასიური თავდასხმის შედეგად, სამწუხაროდ, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. კაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაზიანდა ხუთი კერძო სახლი და ორი მანქანა“, - იტყობინება გუბერნატორი. 

ბოგომაზს არ დაუკონკრეტებია თუ როდის მოხდა უკრაინული დრონების იერიში. 

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინელების 81 დრონი ჩამოაგდეს.