1745081118
უცხოეთი
რუსული მხარე - კურსკის ოლქის ძირითადი ნაწილი გავათავისუფლეთ

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს კურსკის ოლქის ძირითადი ნაწილი, - ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
„კურსკის ოლქში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ, ძირითადი ნაწილი, ახლა გათავისუფლებულია. ეს არის 1260 კვადრატული კილომეტრი ანუ 99,5%", - განაცხადა გერასიმოვმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მიმდინარე წლის 6 აგვისტოს შევიდნენ.
13 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.