რუსული მხარე: ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, უკრაინასთან დაკავშირებით კვლავ სულელურ პოზიციას ინარჩუნებს
„ევროკავშირი, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, უკრაინასთან დაკავშირებით კვლავ ინარჩუნებს სულელურ პოზიციას და ამტკიცებს, რომ რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის შეფასებით, „შეერთებული შტატები ესმის უკრაინაში კონფლიქტის ძირითადი მიზეზები, სხვა დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკრაინას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც სურს“.
„ისინი {დასავლური ქვეყნები} აცხადებენ, რომ ყირიმს რუსეთის ნაწილად არასოდეს აღიარებენ, არც დონბასს - აღიარებენ 1991 წლის საზღვრებს. ევროკავშირი კვლავ ინარჩუნებს ამ აბსოლუტურად სულელურ პოზიციას და კვლავაც აფიქსირებს მას თავის პოლიტიკურ დოკუმენტებში, განცხადებებსა და დეკლარაციებში. ასევე აცხადებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
ევროკავშირი, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, უკრაინასთან მიმართებით კვლავ სულელურ პოზიციას ინარჩუნებს