Loading data...
რუსული ძალების შეტევების შედეგად უკრაინაში სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ვოლნიანსკზე დრონებით იერიშების შედეგად 49 წლის კაცი და 48 წლის ქალი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიჭრა.

კიდევ ერთი ადამიანი დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიღუპა.

„შეტევები ვასილკოვსკიზე, მალომიხაილოვსკიზე, სლავიანსკზე და პოკროვსკის რაიონებზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა“, - დაწერა „ტელეგრამში“ დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე განჟამ.

სუმის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. დაზიანდა კორპუსის ფასადი და დაზიანდა ავტომობილი. დაშავდა ერთი ადამიანი.