Loading data...
რუსული ძალების საჰაერო იერიშის შემდეგ უკრაინის 6 ოლქში ელექტროენერგია გაითიშა

უკრაინის 6 ოლქში რუსული ძალების საჰაერო იერიშის შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა. დენი არ მიეწოდება დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის და ნიკოლაევის ოლქებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამჟამად დენის გათიშვის მიზეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

31 აგვისტოს საჰაერო იერიშის შედეგად ხერსონში 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა, დაზიანდა ხერსონის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება.

კრივოი-როგზე საჰაერო იერიში Shahed-ის ტიპის რეაქტიული დრონებით განხორციელდა. ქალაქში მდებარე საწარმოს ხანძარი გაუჩნდა. შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

კიევის ოლქზე საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ბროვარის რაიონში სასაწყობე ნაგებობები და სავაჭრო დაწესებულება დაზიანდა. ასევე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ბორისპოლის რაიონში.