1772003591
უცხოეთი
რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინული მხარე
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთ სოფელზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსების იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა.
„მაშველებმა ნანგრევებიდან ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია ბავშვი“, - ნათქვამია განცხადებაში.